ვახტანგ ბედოშვილი
Aa
Aa

„კვარას მაგალითით ვარ შთაგონებული“ - ბედოშვილი რუსეთში გადასვლაზე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, ვახტანგ ბედოშვილმა, რომლის „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ გადასვლასაც თბილისური „ორბის“ მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყება მოჰყვა, რუსული კლუბის პრესსამსახურთან პირველი კომენტარი გააკეთა.

გაგვიზიარე შენი პირველი ემოციები?

მიხარია აქ გადმოსვლა, ვიცი, რომ ნიჟნი ნოვგოროდში ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ და მინდა, მათი საქმე გავაგრძელო. ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც განვითარებაში დამეხმარება.

ვიცით, რომ სხვა ევროპული ვარიანტებიც გქონდა, მაგალითად, პოლონეთიდან და ავსტრიიდან. რატომ აირჩიე „პარი ნიჟნი ნოვგოროდი?“

დიდი როლი მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა ითამაშა. ვიცი, რომ ალექსეი შპილევსკიმ „რედ ბულის“ სისტემა გაიარა, მას ახალგაზრდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მე თამაშის ბევრი ასპექტი მაქვს გასაუმჯობესებელი და მიხარია, რომ მასთან თანამშრომლობის საშუალება მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიულ განვითარებაში დამეხმარება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და აქ ადაპტაციის გავლა ჩემთვის უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ კლუბში. დავათვალიერე ინფრასტრუქტურა, სტადიონი, ბაზა და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ - აქ განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

რა იცი რუსეთის პრემიერლიგის შესახებ?

აქ ბევრი ქართველი ფეხბურთლი თამაშობდა - ბოლო მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან კარგად წარმოაჩინა თავი რუსეთში, შემდეგ კი მსოფლიო დონეზე გადადგა დიდი ნაბიჯი - ითამაშა „ნაპოლიში“, „პარი სენ-ჟერმენში“ და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. მისი მაგალითით ვარ შთაგონებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ „ნიჟნი ნოვგოროდის“ მტკიცებით, მათ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის თანხა „ორბის“ გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე ლიგის კლუბმა „ორბმა“, რომელიც ბედოშვილის სატრანსფერო უფლებებს ფლობდა, გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ისინი ფეხბურთელისა და „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად დადასტურდა - ბედოშვილი ნიჟნი ნოვგოროდში წავიდა
ოფიციალურად დადასტურდა - ბედოშვილი ნიჟნი ნოვგოროდში წავიდა