გიორგი გულიაშვილი, სარაევო, კრაიოვას უნივერსიტატია
Aa
Aa

გულიაშვილი რუმინეთის ჩემპიონატში? - კრაიოვა სარაევოს ესაუბრება

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა, რომელიც ბოსნიური „სარაევოს“ ღირსებას იცავს, შესაძლოა კარიერა რუმინეთში, კერძოდ კი „უნივერსიტატია კრაიოვაში“ გააგრძელოს. ამის შესახებ რუმინული მედია იტყობინება.
გამოცემა Fanatik-ის ცნობით, „კრაიოვას“ მფლობელმა, მიჰაი როტარუმ განაცხადა, რომ „სარაევოს“ ფეხბურთელების დამატებასთან დაკავშირებით ბოსნიურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

„სატრანსფერო კამპანია დასრულებული არაა. სულ მცირე კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გვსურს. „სარაევოს“ რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით ვესაუბრე, მაგრამ მათ პასუხს არ გეტყვით. საჭირო კონტაქტები დამყარებულია“.

შეგახსენებთ, რომ „კრაიოვა“ და „სარაევო“ ერთმანეთს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე „კრაიოვა“ გავიდა (5:2), გულიაშვილმა კი რუმინულ გუნდს ბოსნიაში გამართულ შეხვედრაში ლამაზი გოლი გაუტანა.

აქვე გეტყვით, რომ გულიაშვილმა გასულ სეზონში „სარაევოსთან“ ერთად ბოსნია-ჰერცეგოვინის თასი მოიგო და გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გულიაშვილით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, რაზეც „სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორაკ ზეკიჩმაც ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი შემტევის სანაცვლოდ „სარაევოს“ ისეთ თანხებს სთავაზობენ, რომ გიორგის გუნდში შენარჩუნება რთული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას მაგალითით ვარ შთაგონებული“ - ბედოშვილი რუსეთში გადასვლაზე
„კვარას მაგალითით ვარ შთაგონებული“ - ბედოშვილი რუსეთში გადასვლაზე