ლიონელ მესი, ანდრეი არშავინი
Aa
Aa

„ნამდვილად იმსახურებს“ | არშავინის აზრით, ოქროს ბურთი მესიმ უნდა მოიგოს

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა, „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. არშავინმა თავისი ფავორიტი დაასახელა და ლიონელ მესი გამოარჩია, რომელსაც, მისი თქმით, საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა.

„ჩემი აზრით, წლეულს „ოქროს ბურთის“ გამოკვეთილი ფავორიტი არ გვყავს, თუმცა, პირადად მე, ჯილდოს ლიონელ მესის გადავცემდი. მან მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და არგენტინის ნაკრები ფინალში პრაქტიკულად მარტომ გაიყვანა.

სამწუხაროდ, მესიმ გადამწყვეტ შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სანაკრებო დონეზე, ისე „ინტერ მაიამის“ რიგებში ბრწყინვალედ იასპარეზა. მან „ინტერ მაიამისაც“ ჩემპიონობა მოუტანა და ვფიქრობ, შესანიშნავი ფინალური აკორდი იქნებოდა, თუმცა მესი გამოკვეთილი ფავორიტი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობას 26 ოქტომბერს გავიგებთ. ცერემონია ლონდონში გაიმართება და უცხოური გამოცემები მთავარ ფავორიტებად კილიან მბაპეს, ჰარი კეინსა და ლამინ იამალს მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ გუნდში | ლეიკერსმა პრესეზონი გამარჯვებით დაიწყო
მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ გუნდში | ლეიკერსმა პრესეზონი გამარჯვებით დაიწყო