„რონალდუს ჟეზუსის ნაკრებში დაბრუნება არ სურს“ - პორტუგალიელი ჟურნალისტი
ცნობილმა პორტუგალიელმა ჟურნალისტმა და სპორტულმა კომენტატორმა, რუი სანტოსმა, რომელიც ამჟამად CNN Portugal-ზე მუშაობს, კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ჟორჟე ჟეზუსს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა.
„რონალდუ უკმაყოფილოა როგორც ჟორჟე ჟეზუსის, ისე პედრო პროენსას [ფედერაციის პრეზიდენტი] ბოლო გადაწყვეტილებებით. ვიდრე ნაკრების სათავეში ჟეზუსი იქნება, კრიშტიანუს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება არ სურს.
ჟეზუსმა და პროენსამ რონალდუს ნდობა დაკარგეს, ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ რონალდუს ნაკრებში დაბრუნება სურთ, თუმცა ამავდროულად ჟორჟე ჟეზუსი უარს ამბობს რომელიმე ფეხბურთელისთვის ბოდიშის მოხდაზე და კვლავ იმეორებს, რომ შემადგენლობის დასახელება მხოლოდ მისი პრეროგატივაა“.
ცნობისთვის, ჟეზუშსა და რონალდუს შორის ურთიერთობა ნორვეგიასთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ დაიძაბა. „სელესაოს“ თავკაცი კრიშტიანუს სათამაშო დროს დაპირდა და შეხვედრის მიმდინარეობისას გასახურებლად გაგზავნა, მაგრამ ცვლილებაზე არ შეიყვანა, რამაც ფეხბურთელის განრისხება გამოიწვია.