პრემიერ ლიგის დრამატული ფინიში - ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

პრემიერ ლიგის დრამატული ფინიში - ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე

ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა და ევროტურნირებზე გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა.

მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა“ ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე იზეიმა, ერთადერთი ინტრიგა სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლა იყო. საგულისხმოა, რომ ჩემპიონთან ერთად, ჩემპიონშიფში დაქვეითებული გუნდების ვინაობაც დიდი ხნის წინ გაირკვა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულთან“ და „არსენალთან“ ერთად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ ითამაშებენ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ფაზაში „ასტონ ვილა“ იასპარეზებს, „ნოტინგემ“ ფორესტი კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს „ტოტენჰემიც“, რომელმაც გათამაშების საგზური ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ 1:0 დამარცხებით მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება დღეს, სწორედ „ნოტინგემის“ 1:0 დამარცხებით მოიპოვა, მარცხის შემთხვევაში კი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე „ნოტინგემი“ იასპარეზებდა. ასევე, „ასტონ ვილა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად 2:0 დამარცხდა, არა და უნაი ემერის გუნდი ფრის შემთხვევაშიც კი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა. ეს სცენარი ყველაზე მეტად „ნიუკასლს“ აწყობდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ევერტონთან“ 1:0 წააგო და „ასტონ ვილასთან“ თანაბარი 66 ქულა დააგროვა, თუმცა მე-5 ადგილზე ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გავიდა. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, პეპ გუარდიოლას გუნდმა „ფულჰემი“ სტუმრად დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა.

მან. იუნაიტედი 2:0 ასტონ ვილა

ფულჰემი 0:2 მან. სიტი

ნოტინგემი 0:1 ჩელსი

ნიუკასლი 0:1 ევერტონი

დღესვე, ამ თამაშების პარალელურად უკვე მოქმედი ჩემპიონი, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არნე სლოტის გუნდმა საჩემპიონო თასი აღმართა.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში „ლესტერი“, „იფსვიჩი“ და „საუთჰემპტონი“ დაქვეითდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ თავის ტკივილის გამო ვერ ითამაშა - პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო
კვარამ თავის ტკივილის გამო ვერ ითამაშა - პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო