გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ფონსეკა შეტევას მის ირგვლივ ააგებს, ჟორჟი ახალი ლიდერი იქნება“

მას შემდეგ, რაც „ლიონი“ ლიგა 2-ში დაქვეითებას გადაურჩა, კლუბის სატრანსფერო გეგმები შეიცვალა. თუ, რამდენიმე დღის წინ, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი თითქმის გარდაუვალად მოჩანდა, ახლა ასე აღარ არის და ჟორჟი შესაძლოა დარჩეს.

„სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ განსაკუთრებით მოთხოვნადი ჟორჟ მიქაუტაძე ლიონში რჩება. კლუბის ხელმძღვანელობაც და მთავარი მწვრთნელიც მომდევნო სეზონის გეგმებს სწორედ ქართველ ფორვარდზე ამყარებენ, რათა ლიონმა ევროპული დონე შეინარჩუნოს.

ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებამ გულშემატკივრები საგრძნობლად დაამშვიდა, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კითხვა: იქნება თუ არა ლიონი კონკურენტუნარიანი მომავალ სეზონში? ბოსებს სურთ ახალი სტარტი ჯანსაღ ფინანსურ ფუნდამენტზე. სწორედ ამიტომ ამ ზაფხულს მაღალი საბაზრო ღირებულების მოთამაშეების გაყიდვას გეგმავენ, რათა თანხა კლუბის საბიუჯეტო ანგარიშებში მოხვდეს. გასაყიდ მოთამაშეებად მალიკ ფოფანა და ლუკას პერი განიხილებიან.

მაგრამ ბოლო დღეებში საუბრის ეპიცენტრში სხვა ფიგურაა - ჟორჟ მიქაუტაძე, რომლის კონტრაქტიც 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისით უკვე დაინტერესდნენ ევროპული კლუბები - თურქეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდანაც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლიონს ქართველის გაყიდვით სოლიდური თანხის მიღება შეუძლია, Olympique-et-lyonnais-ის ინფორმაციით, კლუბი ამ ზაფხულს მიქაუტაძეს არ შეელევა.

პაულუ ფონსეკა 69-ე ნომერზე სერიოზულად აგებს გეგმებს - სწორედ მან უნდა განაგრძოს ლაკაზეტის წასვლის შემდეგ თავდასხმის ლიდერობა. მით უმეტეს, რომ მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა: 47 მატჩში 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემა.

დასაკარგი არაფერია, მაგრამ თუ სატრანსფერო შეთავაზება იმ დონემდე აიწევს, რაც უარის თქმას გამორიცხავს, შეიცვლება თუ არა ლიონის პოზიცია? ეს სწორედ მომდევნო კვირებში გამოჩნდება...“

- წერს ფრანგული გამოცემა madeingones.ouest-france-ი.

შეგახსენებთ, რომ „ლიონის“ დავალიანება 175 მილიონ ევროს შეადგენდა. ცნობისთვის, მათ საკმაოდ დიდი დახმარება პსჟ-მ გაუწია. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა ბარკოლას ტრანსფერის სრული ღირებულება 45 მილიონი ევრო დაფარა. კონტრაქტის მიხედვით, პსჟ-ს აღნიშნული თანხა ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები