ჯორდან ჰენდერსონმა აიაქსი დატოვა
ჯორდან ჰენდერსონი „აიაქსიდან“ წავიდა. ინფორმაცია თავად ამსტერდამულმა კლუბმა გაავრცელა.
35 წლის ინგლისელმა გუნდთან კონტრაქტი მის ამოწურვამდე 1 წლით ადრე გაწყვიტა.
„მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, რომლებიც „აიაქსთან“ არიან დაკავშირებულები და მომცეს შესაძლებლობა, რომ ეს შესანიშნავი გუნდი წარმომედგინა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ კლუბში თამაში პატივია, ხოლო მისი კაპიტნობა კიდევ უფრო დიდი“, - თქვა ჰენდერსონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯორდანი „აიაქსში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან 45 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.