გპირდებით, იმედებს არ გაგიცრუებთ | დილას ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ
UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ’’ ლუქსემბურგულ „რასინგთან’’ სტუმრად ითამაშა, თამაში შემოატრიალა და 1:2 მოიგო. უგოლო პირველი ტაიმი შემდეგ სტუმრებმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნეს, გოლი 35 წლის დომინიკ შტოლცის ანგარიშზეა. 8 წუთში სანდრო ანდრონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 78-ე წუთზე ოთარ ფარულავას პასით 19 წლის განელმა სირილ ედუძიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ „დილას'' პრესსამსახურს გამათანაბრებელი გოლის ავტორი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ესაუბრა: „როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოვიდა, პირველი ტაიმი მძიმედ დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში მოვახერხეთ გოლების გატანა და თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება საპასუხო თამაშს, იმედი მაქვს ძალების აღდგენას მოვახერხებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ’'.
„დილას'' პრესსამსახურთან გუნდის კაპიტანმა რომარიკ ეტოუმაც ისაუბრა: „უპირველესად მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის, ეს არ იყო ის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის,რომ გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით.
რაც შეეხება საპასუხო მატჩს, გორში ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს, რომ სტადიონზე საოცარ ატმოსფეროს შექმნიან და დამატებით ძალას შეგვძენენ, რომ გავიდეთ მომდევნო ეტაპზე, ჩვენ კი გპირდებით, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ''.
საპასუხო მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე’’ 17 ივლისს გაიმართება.
„დილას'' პრესსამსახურის ფოტოები