ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

„მაისური მქონდა, რომელსაც მარკერით გუტი დავაწერე“ - ხვიჩამ რეალის ლეგენდა გაიხსენა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, პსჟ ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმზე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა, 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის დაწყებამდე DAZN-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ ლეგენდის, გუტის შესახებ საუბრობს. როგორც ცნობილია „რეალი“ ხვიჩას ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო, გუტი კი მისი ერთ-ერთი კუმირი გახლდათ.

რას ამბობს კვარა გუტიზე:

„როდესაც ბავშვი ვიყავი, გუტი ძალიან მიყვარდა. მის თამაშებს ვუყურებდი და მომწონდა, როგორც ფიქრობდა თამაშებში, როგორ პასებსაც აკეთებდა... ის ჩემი კუმირი იყო. მაისური მქონდა, რომელსაც მარკერით გუტი დავაწერე და ასე ვთამაშობდი. დიახ, ის ჩემი კუმირი იყო და მას დიდ პატივს ვცემ“.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ქართველი შემტევი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და განსაკუთრებით პროდუქტიული დაცვით ფაზაში იყო, სადაც თანაგუნდელებს თითქმის ყველა ეპიზოდში ეხმარებოდა. ლუის ენრიკემ ხვიჩა 59-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო.

ტურნირის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება. მატჩი 13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე კვლავ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“მაინც კარგად იბრძოლა“ - ფრანგულმა მედიამ კვარას თამაში შეაფასა
“მაინც კარგად იბრძოლა“ - ფრანგულმა მედიამ კვარას თამაში შეაფასა