როდრიგო გოეში, ფრანკო მასტანტუონო
Aa
Aa

როდრიგოს შემცვლელად? რეალი არგენტინელ ტალანტს უმიზნებს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და ერთ-ერთი პირველი, რომელსაც გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ როდრიგოა.

ბრაზილიელი გუნდში მისი ამჟამინდელი როლით კმაყოფილი არ არის და ზოგადად „რეალში“ თავის თავს ვეღარ ხედავს. „სამეფო კლუბი“ თადარიგს იჭერს და როდრიგოს შემცვლელს უკვე აქტიურად აკვირდება.

TyC Sports-ის ცნობით, მადრიდელები „რიველ პლეიტის“ 17 წლის შემტევის ფრანკო მასტანტუონოს შეძენას გეგმავენ. „ბლანკოსი“ ფეხბურთელის გარემოცვასთან უკვე კონტაქტზეა. მხარეებს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.

„რივერი“ მასტანტუონოს 45 მილიონ ევროდ აფასებს და შესაძლოა ფასი გაიზარდოს. 17 წლის არგენტინელის მიმართ ინტერესი პსჟ-ს. „მანჩესტერ იუნაიტედს“, „მანჩესტერ სიტის“, მადრიდის „ატლეტიკოს“ და „მილანს“ აქვთ.

რაც შეეხება ფეხბურთელის სათამაშო პოზიციას, ის ცაციაა და მარჯვენა ფლანგსა და ნახევარდაცვის ცენტრში თანაბრად კარგად მოქმედებს.

მასტანტუონომ არგენტინის მიმდინარე ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა არის ფეხბურთელი რაციონალური ლოგიკის მიღმა“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა არის ფეხბურთელი რაციონალური ლოგიკის მიღმა“ - იტალიელი ჟურნალისტი