„ეს პოლიტიკაა და ბარსა სეუტას მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს...“
Aa
Aa

„ეს პოლიტიკაა და ბარსა სეუტას მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს...“

„ბარსელონამ“ სეუტას მცხოვრებთა მხარდამჭერ აქციას იგნორირება გაუკეთა.

ლა ლიგის ბოლო მატჩების წინ, გუნდების ფეხბურთელები მოედანზე გამოდიან თეთრი მაისურებით, წარწერით Todos somos Caballas - ეს არის ფრაზა, რომელიც ნიშნავს „ყველანი სეუტას მცხოვრებლები ვართ“. სიტყვა caballas (სკუმბრია) სეუტაში დაბადებულთა ხალხურ მეტსახელს წარმოადგენს. შეგახსენებთ, 30 ივლისს შეღწევა მაროკოდან 70 ათასზე მეტმა მიგრანტმა სცადა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქში დარჩა, შტურმის მცდელობისას კი ათობით ადამიანი დაიღუპა.

მანამდე კრიტიკის სამიზნე „რეალი“ გახდა. გუშინ, „ელჩე“ - „რეალის“ (2:3) მატჩის წინ კილიან მბაპემ, იბრაიმა კონატემ და ვინისიუს ჟუნიორმა მაისური მხოლოდ სანახევროდ ჩაიცვეს, რის გამოც წარწერა რთულად შესამჩნევი იყო. მბაპე და ვინისიუსი „სამეფო კლუბის“ მოთამაშეებიდან პირველები იყვნენ, ვინც მაისურები გაიხადეს. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ვინისიუსმა მბაპეს აჩვენა, როგორ ჩაეცვა მაისური ისე, რომ სეუტას მხარდამჭერი წარწერა არ გამოჩენილიყო.

მე-5 ტურის „ლევანტე“ - „ბარსელონას“ (2:4) მატჩის წინ მასპინძლებმა სეუტას მხარდამჭერი მაისურები ჩაიცვეს, კატალონიელებმა კი - არა. „ლურჯ-ბროწეულისფრები“ ამ აქციაში მონაწილეობის მიღებას არც დღევანდელი საშინაო მატჩის წინ, „რასინგის“ წინააღმდეგ აპირებენ.

„ასე იყო ყოველთვის: ისინი არ ერევიან სეუტას სიტუაციაში, რადგან „ბარსა“ აცხადებს, რომ ესპანეთის შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას არ აპირებს.

მე ძალიან ნათლად გამოვხატავ აზრს. ისინი არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ იმაში, რასაც ესპანეთის პოლიტიკის საკითხად მიიჩნევენ. ისინი ამაში არ ჩაერევიან.

გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამით სარგებელი ნახონ, „ბარსა“ კი ასეთ თამაშებს არ ითამაშებს. „ბარსა“ ისეთი კლუბია, რომელიც ყოველთვის აქტიურად რეაგირებს სოციალურ პრობლემებზე, ისინი არასდროს რჩებიან განზე. მაგრამ ეს არ არის სოციალური საკითხი. პოლიტიკაში ისინი არ ჩაერევიან“,

- განმარტა კატალონიელმა ჟურნალისტმა ჟოტა ჟორდიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები