მბაპეს შესაშური სტატისტიკა ლა ლიგაში - ვისაც შეხვდა, ყველას გაუტანა
მადრიდის „რეალმა“ „ელჩესთან“ მატჩის ბოლო წუთებზე კარლოს ესპის გოლით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა - 3:2. „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი გოლი ფრანგი ფორვარდის, კილიან მბაპეს ანგარიშზეა, რომელმაც საინტერესო რეკორდი დააფიქსირა.
2024-25 წლების სეზონის დაწყებიდან მბაპეს 73 საგოლე მოქმედება დაუგროვდა, მათ შორის 63 გოლი და 10 საგოლე პასი. მეტიც, ფრანგმა ლა ლიგის ყველა გუნდს გაუტანა, ვისთანაც „რეალს“ ამ პერიოდში თამაში მოუწია.
კერძოდ, 23 სხვადასხვა გუნდის კარში კილიან მბაპემ 63 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტი გოლი ფრანგმა „სოსიედადს“ გაუტანა - 7, შემდეგ მოდის „ვილიარეალი“ (5), „რაიო ვალეკანო“ და „ბარსელონა“ (4-4).
ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 6 მატჩში მბაპეს ანგარიშზე უკვე 7 გოლია (და 2 საგოლე პასი). ფრანგი ფორვარდი ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.