ბარსელონა-ესპანიოლის მატჩის წინ მანქანა ხალხში შევარდა. დაშავებულია 13 ადამიანი
„ბარსელონა“- „ესპანიოლის“ მატჩის წინ, სტადიონთან ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ BBC Sport-ი წერს.
ავტომობილი გულშემატკივრების ჯგუფში შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ქალი მართავდა, რომელიც დააკავეს. მომხდარი უბედურ შემთხვევად შეფასდა.
ინციდენტის გამო, მატჩი რამდენიმე წუთი შეჩერდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა.
Atropello masivo en los aledaños del RCDE Stadium (Cornellá) antes del derbi entre el Espanyol y el Barça: no hay heridos graves.pic.twitter.com/3iPRV56y0f
— THE OBJECTIVE (@TheObjective_es) May 15, 2025
შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ „ესპანიოლი“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.
„ბლაუგრანა“ ლა ლიგის ჩემპიონი ისტორიაში 28-ედ გახდა. კატალონიელებმა ტიტული 2022-23 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგეს. ჰანსი ფლიკის გუნდი სუპერ თასისა და კოპა დელ რეის გამარჯვებულიცაა.