ფლიკი: გუნდი ჩემს ცვლილებებს კარგად მოერგო, გაისად უფრო მოვუმატებთ
ჰანსლი ფლიკმა „ესპანიოლთან“ გამარჯვების (2:0) და ლა ლიგის ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ, პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობთ. თუ წინა სეზონს გადავხედავთ, ფეხბურთელებს შევთავაზეთ განსხვავებული ფილოსოფია იმის შესახებ, თუ როგორ გვინდოდა შეტევა. და გუნდი ამას კარგად მოერგო. როცა ბარსელონაში ხარ ტიტულები უნდა მოიგო და სამი ტიტული შესანიშნავი შედეგია.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ კონცენტრირება ადვილი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, კლუბი და ფეხბურთელები სამი ტიტულით კმაყოფილნი არიან. რაღაც სასიხარულო ნამდვილად გვაქვს.
სეზონი, განსაკუთრებით მეორე ნაწილი, საოცარი გამოდგა. ჩვენ 2025 წელს არც ერთი თამაში არ წავაგეთ და ეს შესანიშნავია. ვულოცავ გუნდს, კლუბს და გულშემატკივრებს. ჩვენ ბედნიერები ვართ.
ძლიერი სული ყოველთვის ძალიან კარგია. ესპანეთის სუპერთასის მოგებამ თავდაჯერებულობა მოგვცა. ფეხბურთელებმა ფორმის პიკს მიაღწიეს, ისევე როგორც ფრენკი დე იონგი და მრავალი სხვა, და მათი პროგრესი გამამხნევებელია. კმაყოფილი ვარ.
როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებაა და ეს გუნდში უმაღლეს დონეზე იყო. ჩვენ ძალიან კარგ დონეზე ვთამაშობთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში კიდევ უკეთესები გავხდებით“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ ლა ლიგის 28-ე ტიტული მოიგო, სეზონი კი 3 თასით დაასრულეს (ესპანეთის სუპერ თასი და სამეფო თასი).