ასენსიოს სექსუალური შინაარსის ვიდეოს გავრცელების ბრალდება მოუხსნეს
რაულს ასენსიოს სექსუალური შინაარსის ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების ბრალდება მოუხსნეს. ამის შესახებ AS-ი წერს.
2023 წელს ცნობილი გახდა, რომ კასტილიას ფეხბურთელი და „რეალის" პირველი გუნდის სამი მოთამაშე, არასრულწლოვან გოგონას მონაწილეობით ინტიმური ვიდეოს გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ყველა მათგანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოთხ მოთამაშეს ვიდეოს გადაღებასა და გავრცელებაში წაუყენეს ბრალი.
ოთხშაბათს გამოქვეყნდა მოსამართლის განკარგულება გამოძიების დასრულებისა და 4 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის ოფიციალურად აღძვრასთან დაკავშირებით.
მოსამართლემ შემდეგი დანაშაულების ნიშნები გამოავლინა: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, ვიდეოჩანაწერების გავრცელება და მესამე პირებისთვის გაგზავნა დაზარალებულთა გაფრთხილების ან თანხმობის გარეშე, არასრულწლოვანთა ჩართვა პორნოგრაფიული მასალების შექმნაში და ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა.
მოგვიანებით მოსამართლემ გამოაქვეყნა განმარტება საბრალდებო დასკვნასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ ასენსიო ამოღებულია ინტიმური ხასიათის ვიდეოს გავრცელების საქმეზე ბრალდებულთა სიიდან.
გადაწყვეტილება მოტივირებულია ვიდეოს გადაღებაში „რეალის“ მცველის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობით. სავარაუდო მოვლენების შესახებ ანგარიშიდან ირკვევა, რომ ასენსიო ვიდეოს ჩაწერის დროს არ იმყოფებოდა, რადგან იმ დროს სხვა გოგოსთან იყო.
ამასთან, რაული კვლავ რჩება ეჭვმიტანილად ვიდეოს შენახვასა და მესამე პირისთვის ჩვენების გზით მის გავრცელებაში, რადგან მან იცოდა, რომ ვიდეოში არასრულწლოვანი მონაწილეობდა.