ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა | ტეიტუმს აქილევსის მყესი გაუწყდა
„ბოსტონ სელტიქსის“ სუპერვარსკვლავი, ჯეისონ ტეიტუმი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. „ნიუ იორკ ნიქსთან“ შეხვედრაში, „ჯეითიმ“ არაკონტაქტური ტრავმა მიიღო და „ბოსტონის“ გულშემატკივრების ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა.
„სელტიქსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ტეიტუმმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა. მას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ჯერჯერობით უცნობია, პარკეტზე როდის დაბრუნდება, თუმცა, სასიხარულოა, რომ ტრავმიდან სრულად გამოჯანმრთელდება.
Jayson Tatum today underwent successful surgery to repair a ruptured right Achilles tendon. No timetable is currently available for his return, but he is expected to make a full recovery. Further updates will be provided when appropriate. pic.twitter.com/TTXziFtMQB
— Boston Celtics (@celtics) May 13, 2025
27 წლის კალათბურთელს საოცარი სეზონი ჰქონდა და საშუალოდ 28.1 ქულას, 11.5 მოხსნასა და 5.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „ბოსტონი“ „ნიქსთან“ 1:3-ს აგებს და ტეიტუმის გარეშე პლეიოფში დარჩენა და ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.
ცნობისთვის, ტეიტუმმა ტრავმა მეოთხე მეოთხედის მიწურულს მიიღო. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ „ჯეიტი“ ვერ გადაადგილდებოდა და იგი გასახდელში სავარძელ-ეტლით გაიყვანეს.