ჰანსი ფლიკი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ლამინ იამალის შედევრი | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონია

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, კატალონიური დერბი გაიმართა და „ბარსელონა“ სტუმრად „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა 2:0 მოიგო და ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.

შეხვედრის პირველი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 53-ე წუთზე, ლამინ იამალი მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეიჭრა და მარცხენა ფეხით ფენომენალური გოლი გაიტანა. მე-80 წუთზე, იამალის წინააღმდეგ კაბრერამ იუხეშა, „ესპანიოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, საბოლოო ანგარიში კი მეექვსე დამატებულ წუთზე, ფერმინ ლოპესმა დააფიქსირა - 2:0.

„ბარსელონას“ 85 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „რეალს“ 7 ქულით უსწრებს. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართავს, ბოლო ტურში კი სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

„ბარსელონა“ ლა ლიგის ჩემპიონი ისტორიაში 28-ედ გახდა. კატალონიელებმა ტიტული 2022-23 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგეს. ჰანსი ფლიკის გუნდი სუპერ თასისა და კოპა დელ რეის გამარჯვებულიცაა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას, ინციდენტი მოხდა. სტადიონის მიმდებარედ, ავტომობილი, რომელსაც როგორც გაირკვა, ქალი მძღოლი მართავდა, „ესპანიოლის“ ქომაგებში შევარდა და რამდენიმე მათგანი დააზიანა. სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, თუმცა მომხდარის გამო, შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომაც არა?“ - თოფურიამ ქვესაშუალო წონაში ასვლაზე ილაპარაკა
„რატომაც არა?“ - თოფურიამ ქვესაშუალო წონაში ასვლაზე ილაპარაკა