დუ პლესი ქამარს ჩიმაევთან დაიცავს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, დრიკუს დუ პლესი ქამარს ხამზატ ჩიმაევთან დაიცავს.
მათი ჩხუბი 17 აგვისტოს, ჩიკაგოში, UFC 319-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დუ პლესი ქმარს 2024 წლის იანვრიდან ფლობს. მას შემდეგ მან ტიტული ორჯერ წარმატებით დაიცვა.
ბოლოს მან რამდენიმე თვის წინ, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართულ UFC 312-ის მთავარ ბრძოლაში ამერიკელი შონ სტრიკლენდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რაც შეეხება ჩიმაევს, ის წინ ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიიწევს და ბოლოს გასული წლის ოქტომბერში, რობერტ უიტაკერს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ის ტიტულისთვის პირველად იჩხუბებს.