ევროპა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? | ჩელსი შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეს
Aa
Aa

ევროპა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? | ჩელსი შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეს

ევროპა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა - ამ არჩევანის წინაშე შესაძლოა ლონდონის „ჩელსი“ დადგეს, თუ „არისტოკრატები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, კონფერენს ლიგის ფინალში კი „ბეტისს“ დაამარცხებენ. ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.

ასეთი წესი შემოღებულია დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონატების წარმომადგენელი გუნდებისთვის, რომლებსაც კონფერენს ლიგისა და ეროვნული ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ. თუ ასეთი კლუბის ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შესარჩევი ეტაპის გავლით რთული იქნება, მათ უფლება ექნებათ, ჩემპიონთა ლიგის საგზურზე უარი თქვან და პირდაპირ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშონ.

ცნობისთვის, პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა. სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილი ასე გამოიყურება:

1. ლივერპული 83 ქულა
2. არსენალი 68 ქულა
3. ნიუკასლი 66 ქულა
4. მანჩესტერ სიტი 65 ქულა
5. ჩელსი 63 ქულა
6. ასტონ ვილა 63 ქულა
7. ნოტინგემი 62 ქულა

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს პრემიერლიგის 5 საუკეთესო გუნდი მიიღებს, შესაბამისად, ლონდონელთა ამოცანა ხუთეულში დარჩენაა.

რაც შეეხება კონფერენს ლიგის ფინალს, 28 მაისს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში „ჩელსი“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მსურველი ეყოლება“ | ESPN-ი ჩელსის ხარებაშვილის შეძენას ურჩევს
„ბევრი მსურველი ეყოლება“ | ESPN-ი ჩელსის ხარებაშვილის შეძენას ურჩევს