გიორგი ცხოვრებაძე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მარცხი ფავორიტთან - ხელბურთელებმა შესარჩევი მეორე ადგილზე დაასრულეს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური რამდენიმე დღის წინ თბილისში ბერძნების დამარცხებით გაინაღდა, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ჯგუფის ფავორიტთან და კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, ისლანდიასთან 12-ბურთიანი სხვაობით, 21:33 დამარცხდა.

მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ბოლო ტურის შეხვედრაში შედარებით შესუსტებული შემადგენლობა ათამაშა და თავის გამოჩენის საშუალება იმ ხელბურთელებს მისცა, რომელთაც თამაში იშვიათად უწევდათ. გუნდი რეიკიავიკში ორი ლიდერის, ერეკლე არსენაშვილისა და ირაკლი კბილაშვილის გარეშე გაემგზავრა. ისლანდიელებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში 7 გოლით ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო. 5 ბურთით გამოიჩინა თავი გიორგი ლაპიაშვილმა, ხოლო გიორგი დიხამინჯიას ანგარიშზე 3 გოლი იყო.

ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებმა 6 მატჩში დაგროვებული 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2026 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე სამი ქვეყანა, დანია, შვედეთი და ნორვეგია უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბერძნეთი დამარცხებულია | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპაზე ითამაშებს
საბერძნეთი დამარცხებულია | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპაზე ითამაშებს