ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„სიტუაცია რთულია“ - ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში დარჩენის შანსებზე

„სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „რეიმსთან“ მატჩის წინ სატურნირო ცხრილში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე და ლიგა 1-ში დარჩენის შანსებზე ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი:

„უქმეებზე მარცხის შემდეგ კვირის დასაწყისში რთული პერიოდი გვქონდა, თუმცა ბოლო დღეებში ენერგია აღვიდგინეთ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ერთი რამ ვიცით: თუ „რეიმსს“ მოვუგებთ, სხვა მატჩებში კი ჩვენთვის ხელსაყრელი შედეგები იქნება, ბოლო ტურის წინ ლიგა 1-ში დარჩენის შანსებს შევინარჩუნებთ“.

ცნობისთვის, ლიგა 1-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „სენტ-ეტიენს“ 27 ქულა აქვს და ზურიკოს გუნდი ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილი კი ასე გამოიყურება:

ორი ყველაზე სუსტი გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდება, მე-16 ადგილზე გასული გუნდი კი უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად პლეიოფში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ „რეიმსისა“ და „სენტ-ეტიენის“ მატჩი 10 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სიზმარივითაა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“ - ხვიჩას ინტერვიუ CBS Sports-თან
„ეს სიზმარივითაა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“ - ხვიჩას ინტერვიუ CBS Sports-თან