შალვა გოგოლაძე
Aa
Aa

მხოლოდ ფეხბურთი აღარ დაფინანსდება - ფონდი სახელს იცვლის

უკვე რამდენიმე წელია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ფუნქციონირებს, თუმცა ამ ყველაფერმა ევროპულ საკლუბო ტურნირებზე საქართველოს საფეხბურთო გუნდების შედეგები არათუ ვერ გააუმჯობესა, არამედ პირიქით - წლიდან წლამდე სულ უფრო ადრეულ ეტაპზე ასრულებენ Crystalbet ეროვნული ლიგის წარმომადგენლები ევროტურნირებზე ასპარეზობას და ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა ჩვენს ჩემპიონატს უეფამ კვოტებიც შეუმციროს.

რა მიზანი ჰქონდა თავის დროზე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაარსებას და როგორ უნდა გააგრძელოს ამ ორგანიზაციამ ისე მუშაობა, რომ მისი არსებობა გამართლებული იყოს. ამის თაობაზე საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ დეტალურად ისაუბრა.

შალვა გოგოლაძე

მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ეს ფონდი შევქმენი მაშინდელ სპორტის მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად. თავდაპირველად დავიწყეთ კვლევა, თუ რა ხდებოდა ქართულ ფეხბურთში და მივედით იმ დასკვნამდე, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

მინისტრის მოადგილეობის შემდეგ, მქონდა პატივი ამ ფონდისთვის მეხელმძღვანელა. 2015 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა და ოთხი წლის წინ პროგრამის პირველი ეტაპი ამოიწურა, რის შემდეგაც ფონდის არსებობა ყოველწლიურად შინაარსის გარეშე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი პრობლემები წამოიჭრა.

რამდენიმე ხნის წინ კლუბების ხელმძღვანელებს შევხვდი და მათ პირდაპირ ვუთხარი - ფონდი რომ იყოს უფრო მეტად დახვეწილი, შექმენით თქვენ თვითონ შიდა კომისია, იმუშავეთ ჩემს გარეშე და შეიმუშავეთ ერთობლივი გეგმა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქართული ფეხბურთი. ახლო მომავალში ველოდები კომისიის შექმნას და მათგან წინადადებების მიღებას.

აქვე გეტყვით, რომ ალბათ 2026 წლიდან ფონდი სახელწოდებას შეიცვლის და იქნება არა ქართული ფეხბურთის, არამედ ქართული სპორტის სათამაშო სახეობების განვითარების ფონდი, რადგან ვფიქრობ, რომ როგორც ფეხბურთში გავაკეთეთ, ასევე უნდა გავაკეთოთ რაგბიში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთსა და სხვა გუნდურ სახეობებში. გაკეთდება თითოეული სპორტის სახეობის დეპარტამენტები, რომლებიც უხელმძღვანელებენ ამ ყველაფერს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 2015 წელს დაარსდა, თუმცა მთავარი მიზანი, რასაც საქართველოს საფეხბურთო გუნდის რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჰქვია, ჯერჯერობით ისევ მიუღწეველი რჩება. მსგავს რამეს მხოლოდ თბილისის „დინამომ“ მიაღწია, როდესაც 2004 წელს გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით უეფას თასზე იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქინქლაძე: ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების
ქინქლაძე: ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების