ალკარასი: არ მინდა, რომ ნადალის მემკვიდრეს მიწოდებდნენ
კარლოს ალკარასს ხშირად უთქვამს, რომ რაფაელ ნადალი მისი ბავშვობის გმირი იყო.
2 ესპანელ ჩოგბურთელს ხშირად ხშირად ადარებენ და რაფას სპორტიდან წასვლის შემდეგ, მის შემცვლელად მოიაზრებენ.
თუმცა როგორც ჩანს, 21 წლის კარლოსს ეს შედარება არც თუ ისე მოსწონს.
„არ მინდა, რომ რაფას მემკვიდრეს მიწოდებდნენ. მინდა, რომ კარლოს ალკარას გარფია დამიძახონ“ , - თქვა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში.
ამას ეთანხმება თავად ნადალი, რომელიც დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულია და მსოფლიოს პირველი ჩოგანის წოდებას 209 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა.
„როდესაც ახალგაზრდა ხარ და შენ მუდმივად გადარებენ პროფესიონალს, რომელიც მრავალი წელია თამაშობს, არის მომენტები, როდესაც ამის მოსმენა დამღლელია“, - ამბობს რაფა.
შეგახსენებთ, რომ ალკარასმა ჩემპიონის ტიტული ორჯერ უიმბლდონზე (2023, 2024), თითოჯერ კი როლან გაროსსა (2024) და ამერიკის ღია პირველობაზე (2024) მოიპოვა.