Aa Aa
28 იანვარი 2018  |  17:14

"მონაკომ" "იუვენტუსს" აჯობა და მორიგი ტალანტი გაიფორმა

"მონაკომ" მორიგი ტალანტი დაიმატა. "მონეგასკებმა" "ჯენოას" 16 წლის ფორვარდი პიეტრო პელეგრი 25 მილიონ ევროდ შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ პელეგრის შეძენის სურვილს ტურინის "იუვენტუსი" გამოთქვამდა და ახალგაზრდა ფორვარდს სწორედ "ბებერ ქალბატონში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

გეტყვით იმასაც, რომ პელეგრი პირველი 21-ე საუკუნეში დაბადებული ფეხბურთელია, რომელმაც სერია ა-ში გოლი გაიტანა.

პიეტრო პელეგრის სერია A-ში დებიუტი 2016 წლის დეკემბერში, 15 წლის ასაკში შედგა. მას მიმდინარე სეზონის 6 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში