ეკო გორგოძე უნგრეთში მიმდინარე ტურნირის ფინალში ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთლი ეკო გორგოძე უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა.
გორგოძე წყვილთა თანრიგში რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ასპარეზობს და მათ დუეტს ამ ტურნირზე უკვე 3 მატჩი აქვს მოგებული.
ფინალში გორგოძის და ბარას მეტოქეები უნგრელები ლუკა უდვარდი და პანა უდვარდი იქნებიან. მატჩი 15 მარტს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.
სეკეშფეჰერვარის ტურნირის საპრიზო თანხა 60 ათასი დოლარია. წყვილთა ფინალური