ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„ფეხბურთი ყველასია“ - ინფანტინო უკან არ იხევს და კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას გეგმავს

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ ახალი ვადით იყრის კენჭს.

„რა თქმა უნდა, მომავალი წლის 18 მარტის არჩევნებზე კანდიდატი ვიქნები. ჩემი პროგრამა - ან თუ გნებავთ, ჩემი სლოგანი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიოა: „ფეხბურთი ეკუთვნის ყველას, ყველგან მსოფლიოში”. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ეს არის ის, რაც მე მინდა. ეს არის ის, რისი მიღწევაც ჩვენ, ფიფაში გვსურს.

ჩვენ ფიფაში გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ ყველას, მსოფლიოს ყველა კუთხეში, ჰქონდეს შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა, რომ ყველას, მსოფლიოს ყველა კუთხეში, ჰქონდეს აუცილებელი რესურსები. ჩვენ გვინდა ყველას მივცეთ ოცნების, მონაწილეობის, თამაშის, განვითარებისა და დიდ მოთამაშეებსა და დანარჩენებს შორის სხვაობის შემცირების შესაძლებლობა“,

- განაცხადა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ უეფა ფიფას განუდგა და ჯანი ინფანტინოს საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებმა არჩევანიც კი გააკეთეს და ალექსანდრ ჩეფერინის ინიციატივით ფიფას ამჟამინდელ მმართველობას უნდობლობა გამოუცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები