გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 1 მოხსნა და 2 პასი | ორლანდომ პელიკანსს 20 ქულით მოუგო

NBA-ში „ნიუ ორლეან პელიკანსი’’ შინ „ორლანდო მეჯიქთან’’ 93:113 დამარცხდა.

„ორლანდო მეჯიქის’’ ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში კვლავ ვერ მოხვდა, მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ გოგა 5:10 წუთით ათამაშა, მის აქტივში 1 მოხსნა და 2 პასია.

ბითაძის კონკურენტი უენდელ კარტერ ჯუნიორი სასტარტო ხუთეულში იყო, ამერიკელმა 26:45 წუთში 8 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.

ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი „ორლანდოს'' ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო იყო, 34:01 წუთში მის აქტივში 34 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასია.

 „ორლანდო მეჯიქმა’’ 67-დან 31 მატჩი მოიგო, 36 დათმო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, 15 მარტს „მინესოტასთან’’ სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 8 ქულა | ვირტუს ბოლონია რეალთან დამარცხდა
შენგელიას 8 ქულა | ვირტუს ბოლონია რეალთან დამარცხდა