ხულიან ალვარესი
Aa
Aa

„ფეხბურთს გამჭვირვალობა აკლია“ - არბიტრები ალვარესის პენალტს აფასებენ

ხულიენ ალვარესის თერთმეტმეტრიანის ეპიზოდზე დღეს პრაქტიკულად ყველამ ისაუბრა. მადრიდულ დერბის დიდი გამოხმაურება ჰქონდა და საბოლოოდ, განცხადება UEFA-მაც გაავრცელა.

ამჯერად, ხსენებულ ეპიზოდზე თავიანთი მოსაზრებები UEFA-ს ყოფილმა არბიტრებმაც გააკეთეს, რომელთა კომენტარებსაც უცვლელად გთავაზობთ:

ედუარდო იტურალდე გონსალესი:

„VAR-ის ოთახში აქვთ საშუალება, რომ კონკრეტული მომენტი გაადიდონ და კარგად დააკვირდნენ. ასე რომ, მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების. ალბათ, ალვარესი ბურთს ორჯერ შეეხო, მაგრამ კარგი იქნებოდა რეპორტაჟის დროს კადრები ჩვენც გვენახა“.

ანტონიო მატეო ლაოსი:

„ასეთ მნიშვნელოვან მომენტზე გადაწყვეტილების მიღება რომ მომიწიოს, მოხარული ვიქნები, თუ VAR-ი ეპიზოდის ნახვის საშუალებას პირადად მომცემს. მსურს წავიდე მომენტის სანახავად და საბოლოო გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მივიღო. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მე უნდა ავიღო ჩემს თავზე და მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროდ მიმაჩნია. მე ასე მესმის განსჯა.

ტექნოლოგია ძალიან კარგად გამოიყენება. მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, გადაწყვეტილების მიღების კუთხით, გამეორების ყურება მნიშვნელოვანია, რადგან თუ არა, მაშინ უფლებამოსილებას დელეგირებთ (ასისტენტებზე) ... და ახლა, ჩვენ ყველას ჯერ კიდევ გვაქვს ეჭვის საფუძველი.

ყველაფერი ისე სწრაფად გადაწყვიტეს, რომ ეპიზოდი სასურველი იყო ყველას ენახა. რაც ყოველთვის მაკლია, არის გამჭვირვალობა. როდესაც ჩვენ ყველანი გამეორებას მთავარი არბიტრის თვალით ვუყურებთ, ეპიზოდი გაცილებით დამაჯერებელი და სანდო ხდება. ეს ყველაფერი, რომ ასე თანმიმდევრულად ხდებოდეს, მაშინ ჩვენ ამ დიდებული სპორტის დამახინჯების მცდელობაში ამდენ დროს არ დავხარჯავდით“.

მანუელ გრეფი:

„არის თუ არა საკმარისად ნათელი და აშკარა, რომ გოლი გაუქმებულიყო? ალბათ VAR-ის როლის ფილოსოფია და თამაშის წესებში გარკვევაა საჭირო... ორმაგი შეხება (თითქმის ერთდროულად) თუ ერთი კონტაქტი? ჩემი აზრით, პენალტების სერიაში ასეთი გოლების გაუქმება არასწორია.

ალვარესის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ბურთთან მხოლოდ ერთი კონტაქტი იყო. მკაცრი და საკამათო გადაწყვეტილება VAR-მა მიიღო. ალბათ ფიფამ და უეფამ სიტუაცია უნდა გაარკვიონ.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება გონივრული იყოს წესების გარკვევა/მორგება ისე, რომ მხოლოდ კლასიკური ორმაგი შეხება - როდესაც ბურთს წინასწარ ათამაშებენ, დარტყმის წინ - ეს აკრძალული უნდა იყოს, რადგან ეს აშკარა გამიზნული ქმედებაა. და დარტყმის მომენტში მსგავსი შემთხვევითი უმნიშვნელო ორმაგი შეხებები საერთოდ აღარ უნდა ითვლებოდეს დარღვევად“.

დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ UEFA 14.1 წესის შესაძლო ცვლილებაზე მსჯელობას აპირებს და შესაძლოა ცვლილებები შეიტანონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა