ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

მოურინიოს მთავარი სამიზნე | რეალი ენცოს გადაბირებას აპირებს

„რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს, ერთ-ერთი სამიზნე „ჩელსის“ ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესია. AS-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირება მოურინიოს პრიორიტეტს წარმოადგენს და „განსაკუთრებულმა“ კლუბის ხელმძღვანელებს საკუთარი პოზიცია უკვე დაუფიქსირა.

The Athletic-ის ცნობით, „ლურჯები“ მზად არიან, ენცოს შეელიონ. „არისტოკრატები“ ტრანსფერზე თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვიან, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ ლონდონელთა მიერ მოთხოვნილ 120 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის.

AS-ის მიხედვით, „რეალი“ „ჩელსისთან“ მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. მადრიდელებს მაიკლ ოლისე სურდათ, მაგრამ მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია და „სამეფო კლუბი“ ფერნანდესზე გადაერთო. ამ უკანასკნელმა ესპანელებს განუცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ტრანსფერი ბოლომდე მივიდეს.

ენცოს გარდა, „ჩელსი“ ერთ-ერთ თავდამსხმელსაც შეელევა — ოღონდ არა ჟოაუ პედროს. წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი ლიამ დელაპია, რომლის შეძენითაც პრემიერ-ლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. კიდევ ერთი ვარიანტი ნიკოლას ჯექსონია, თუმცა მას, შესაძლოა, „ჩელსიში“ კიდევ ერთი შანსი მიეცეს, რადგან ენცო მარესკა გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. რაც შეეხება მარკ გიუს, მისი წასვლა იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით არის მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„1000 დოლარს ილიასაც გაუგზავნის“ | ჯასტინ გეიჯის მწვრთნელის კომენტარი
„1000 დოლარს ილიასაც გაუგზავნის“ | ჯასტინ გეიჯის მწვრთნელის კომენტარი