უეფა
Aa
Aa

გოლი სწორად გაუქმდა, მაგრამ წესს გადახედვა ემუქრება - UEFA-ს განცხადება

ხულიენ ალვარესის პენალტის ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მადრიდის „ატლეტიკო“ „რეალთან“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ეს ეპიზოდი გარდამტეხი იყო.

ალვარესის პენალტის გაუქმების მიზეზი, ფეხბურთელის მხრიდან ბურთთან ორი შეხება იყო. წესების თანახმად, სტანდარტულის დროს მსგავსი შემთხვევის შემდეგ მას მოყოლილი ნებისმიერი შედეგი უქმდება.

ამ მომენტზე განცხადება დღეს UEFA-მაც გაავრცელა და აღნიშნეს, რომ ხსენებული წესი შესაძლოა გადაიხედოს.

„ატლეტიკომ უეფას ამ ინციდენტის თაობაზე მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი მინიმალური იყო, ფეხბურთელმა ბურთთან საყრდენი ფეხით კონტაქტი დაამყარა, როგორც ეს ვიდეოში გამოჩნდა. ამჟამინდელი 14.1 წესის მიხედვით, VAR-მა მსაჯს აცნობა, რომ გოლი უნდა გაუქმებულიყო.

უეფა დაიწყებს დისკუსიას FIFA-სთან და IFAB-თან, რათა დადგინდეს, უნდა გადაიხედოს თუ არა ეს წესი იმ შემთხვევებში, როდესაც ორმაგი შეხება აშკარად უნებლიეა“,

- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ჩანს, ზემოხსენებული წესის ცვლილებაზე ფიქრი უკვე დაწყებულია. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ წესს ფეხბურთში არც ისე ხშირად იყენებენ. როდესაც შეხება უნებლიეა და უმნიშვნელოა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ეპიზოდი გაატარეს და დიდი ყურადღება არ დაუთმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა სუსტი გუნდი მყავდა, მეც პრობლემები მექმნებოდა“ | რა თქვა პალოპმა მამარდაზე
„როცა სუსტი გუნდი მყავდა, მეც პრობლემები მექმნებოდა“ | რა თქვა პალოპმა მამარდაზე