იან დიომანდე
Aa
Aa

ოფიციალურად | რეალმა იან დიომანდეს ტრანსფერი დაადასტურა

მადრიდის „რეალმა“ იან დიომანდე გაიფორმა. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ კოტ-დივუარელი ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშებს.

„რეალმა და ლაიფციგმა იან დიომანდეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი ჩვენს კლუბს საკუთარ მომავალს შვიდი სეზონით, 2033 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს“, — ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „რეალმა“ დიომანდეს სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც შესაძლოა, 15 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატოს. დიომანდე მადრიდში მიემგზავრება და მისი წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.

ცნობისთვის, დიომანდე 19 წლის გარემარბია. გასულ სეზონში, „ლაიფციგის“ მაისურით მან ბუნდესლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპორტინგი და სევილია შეთანხმებასთან ახლოს არიან“ - ესპანური მედია ქოჩორაშვილზე
„სპორტინგი და სევილია შეთანხმებასთან ახლოს არიან“ - ესპანური მედია ქოჩორაშვილზე