„ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება“ - ალვარესს ატლეტიკოდან წასვლა სურს
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა ავსტრიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, „ატლეტიკოდან“ წასვლის სურვილის შესახებ განაცხადა:
შენი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ამავდროულად, არ ვაპირებ დამალვას ან პასუხისგან თავის არიდებას. ვცდილობ პატიოსანი ადამიანი ვიყო და უკვე გულწრფელად ვესაუბრე კლუბში იმ ადამიანებს, ვისთანაც ეს უნდა განმეხილა.
ფიქრობ, რომ წახვალ?
არ ვიცი რა მოხდება. მაგრამ მგონია, რომ ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი ტრანსფერი იქნება. მინდა ჩემი ოცნება ავისრულო.
შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი „ატლეტიკოს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და 2 სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 106 მატჩში 49 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. რამდენიმე კვირის წინ „ატლეტიკოს“ მადრიდის „რეალმა“ ფეხბურთელის თაობაზე ოფიციალური, 150 მილიონ ევროიანი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც „როხიბლანკომ“ დაბლოკა. საპასუხოდ, „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არგენტინელი შემტევის გაყიდვას არ აპირებენ.