არნე სლოტი
Aa
Aa

იღბალი დაგვაკლდა | არნე სლოტმა პსჟ-სთან მარცხზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „ლივერპული’’ „ენფილდზე’’ პსჟ-სთან 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა. ორი მატჩის ჯამში 1:1 დაფიქსირდა. დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში მერსისაიდელები 1:4 დამარცხდნენ და მეოთხედფინალში ლუის ენრიკეს გუნდი გავიდა, სადაც „ბრიუგე'' - „ასტონ ვილას'' გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მძიმე მარცხის შემდეგ „ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მედიასთან ისაუბრა:

„ჩვეულებრივ ასეთი გუნდის წინააღმდეგ ნახევარფინალში ან ფინალში თამაშობ, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ პსჟ-ს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბს, მერვერდინალში შევხვდით.

თუ არ ჩავთვლით გაშვებული გოლის მომენტს, იდეალურად ვითამაშეთ.

ჩემი გუნდის მონაწილეობით ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. საოცარი პერფორმანსი, განსაკუთრებით თუ გასულ კვირაში გამართულ მატჩს შევადარებთ. საგოლე შანსები შევქმენით, თუმცა დავმარცხდით.

მსოფლიოში ყველა გულშემატკივარი ამ თამაშით სიამოვნებას მიიღებდა.

გამარჯვებისთვის მეტი იღბალია საჭირო. ვფიქრობ, დღეს იღბალი დაგვაკლდა’’.

მსგავსი სიახლეები