სლოტი: 27 დარტყმა? გადამეტებულია, ალისონმა 2-3 რთული ბურთი მოიგერია
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი თვლის, რომ პარიზში ალისონის მიერ მოგერიებული ბურთების უმრავლესობა რთული არ ყოფილა და პრესამ ქომაგებთან ერთად უბრალოდ ეს ყველაფერი გაამუქა.
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველა მატჩი ისე ჩავატაროთ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. პარიზში არ ვაპირებდით, რომ ასე დაბლა ჩაწეული ხაზით გვეთამაშა. გვინდოდა განსხვავებულად გვემოქმედა, მაგრამ ხანდახან მეტოქე საკუთარ მოედანზე ამის საშუალებას არ გაძლევს.
საკუთარ კედლებში შევეცდებით განსხვავებულად ვითამაშოთ. დანამდვილებით რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ.
ალისონი? დიახ, მე ვნახე, რომ ყველა 27 სეივზე წერდა. მაგრამ, თუ მის ყველა მოგერიებულ ბურთს გადავხედავთ, ყოველი მათგანი საოცარი სეივი არ ყოფილა. მას 2 ან 3 წარმოუდგენელი მოგერიება ჰქონდა, მაგრამ მეტოქის დარტყმების უმეტესობა საჯარიმოს გარედან იყო. ასე, რომ ეს შეფასებები გადამეტებულია“.
- ამბობს სლოტი.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი 23:55-ზე დაიწყება. ორივე გუნდი შეხვედრას სერიოზული დანაკლისის გარეშე ხვდება.