ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

პსჟ პლეი-ინში გავიდა! ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება - მეტოქეები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნით ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „შტუტგარტს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.

ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქის რბევა საწყისი წუთებიდანვე დაიწყო და მე-17 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ. საბოლოოდ, პარიზელთა მხრიდან უსმან დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი კი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა.

„შტუტგარტმა“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და 24 გუნდს მიღმა დარჩა. გერმანელებს აუტსაიდერ „ცრვენა ზვეზდასთან" მარცხი ძვირად დაუჯდათ.

რაც შეეხება პსჟ-ს ფრანგებმა 13 ქულით მე-15 ადგილი დაიკავეს და პარასკევს წილისყრისას მათი მეტოქე „მონაკო“ ან „ბრესტი“ იქნება. ხოლო, თუ ამ ბარიერს გადალახავს, „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ამრიგად, ლიგის ფაზა უკვე დაიხურა და პარიზელებს ხვიჩა კვარაცხელიას დარეგისტრირების უფლება აქვთ. ქართველი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმიანობა გადავლახე და ჩემი სხეული უკეთ შევისწავლე“ - კიტეიშვილის ინტერვიუ
„ტრავმიანობა გადავლახე და ჩემი სხეული უკეთ შევისწავლე“ - კიტეიშვილის ინტერვიუ