„მერაბი ჩემს რეკორდს დაამხობს“ - ალჯომ მანქანაზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა ამერიკულ მედიასთან ქართველი „მანქანას“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბი მის რეკორდს გააუმჯობესებს, რაც სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონის ქამრის ყველაზე მეტ დაცვას გულისხმობს.
რას ამბობს ალჯო:
„რა ვუთხარი მერაბს უმართან გამარჯვების შემდეგ? „ძმაო, ახლახან შენი ქამარი დივიზიონში ყველაზე რთული ბიჭის წინააღმდეგ დაიცავი! შეხედე, რა გააკეთე და როგორ გამოიყურებოდა ის ბრძოლის შემდეგ...“ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი ჩემს რეკორდს დაამხობს, ის ამ დივიზიონში ქამარს ყველაზე ბევრჯერ დაიცავს“.
„ვინ იქნება ამის შემდეგ ყველაზე რთული მეტოქე? არავინ! მერაბი თავის ბოლო ბრძოლებში წარმოუდგენლად გამოიყურებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. მას ვუთხარი - „ჩემი რეკორდის მოხსნა შეგიძლია, ეს ყველაფერი კი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ერთადერთი, ვისაც შენი ცემა შეუძლია, ეს შენ ხარ“. ამის ნამდვილად მჯერა“.
„თავიდანვე მჯეროდა, რომ ის შესანიშნავ ბრძოლას აჩვენებდა. მან ზუსტად ისე იბრძოლა, როგორც ჩვენ გვინდოდა და რაც დავგეგმეთ, ყველაფერი შეასრულა. უმარი კარგი მებრძოლია, მაგრამ მერაბივით გამოცდილი არ იყო. ვიცოდით, რომ ეს ბრძოლა მერაბისთვის მთავარი გამოცდა იქნებოდა, ერთ-ერთ საუკეთესო ბიჭთან ბრძოლა, შესაძლოა, საუკეთესოსთანაც. მაგრამ ვიცოდით, რომ მას არ შეეძლო ჩემპიონისთვის წინააღმდეგობის გაწევა“.
ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.