ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ჩემთვის უნდა დაგერეკა“ - ვოლკანოვსკი უაითზე გაბრაზდა

UFC 311-ის გუშინდელი აწონვების ღონისძიება ისეთი ხმაურიანი და დამაინტრიგებელი გამოდგა, როგორსაც მოელოდნენ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზურგის ტრავმის გამო არმან ცარუკიანის ბრძოლიდან მოხსნამ, ქარდის მიმართ ინტერესი MMA-ს ბევრ გულშემატკივარს გაუნელა, რადგან ისლამ მახაჩევი რენატ მოიკანოსთან დაპირისპირებაში უდავო ფავორიტად ითვლება.

მოიკანოს საჩემპიონო ბრძოლაში დაშვების შეახებ გადაწყვეტილება საბრძოლო ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა მიიღო და მან ამის შესახებ გულშემატკივარს სპეციალური ვიდეო-რგოლის საშუალებით აცნობა. ვიდეოს ქვემოთ კი ალექსანდრ ვოლკანოვსკის კომენტარი გამოჩნდა, სადაც სიტყვა-სიტყვით ეწერა: „დენა, ჩემთვის უნდა დაგერეკა“. ავსტრალიელი მებრძოლი აშკარად განაწყენებულია, თუმცა მახაჩევმა საჩემპიონო ქამარი მასთან დაპირისპირებაში უკვე ორჯერ დაიცვა და 2023 წლის 11 თებერვალს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 21 ოქტომბერს კი ნოკაუტით დაამარცხა.

ცნობისათვის, უკვე გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისლამ მახაჩევი ბრაზილიელი რენატ მოიკანოს ძლევის შემთხვევაში, ჰონორარის სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა საუკეთესო ხარ, სულერთია შენ წინ ვინ დგას“ | მახაჩევის კომენტარი ახალ მეტოქეზე
„როცა საუკეთესო ხარ, სულერთია შენ წინ ვინ დგას“ | მახაჩევის კომენტარი ახალ მეტოქეზე