ბაიერნი, ბენფიკა
Aa
Aa

ბენფიკამ ბაიერნს მოუგო - რეკოდმაისტერმა ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის ბაიერნი ლისაბონის ბენფიკას დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

ამ შედეგით რეკორდმაისტერი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ბენფიკა პირველზე. მატჩში ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე შელდურპმა გაიტანა.

მიუხედავად წაგებისა, ვენსან კომპანის გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა და მომენტს მომენტზე ჰქმნიდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, ეს ბაიერნისთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი წაგება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გერმანელებმა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს, მერვედფინალში D ჯგუფის პირველ ადგილოსანს დაუპირისპირდება.

ამ მომენტისთვის, D ჯუგფში პირველ პოზიციას 6 ქულით ფლამენგო იკავებს, რომელსაც 3 ქულით ჩელსი მოსდევს. მესამე ტურში ფლამენგო ლოს ანჯელესს დაუპირისპირდება და ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონაში ბრუნდება - ინიესტა ლა მასიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ბარსელონაში ბრუნდება - ინიესტა ლა მასიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს