ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„ყველასთვის შთაგონების წყარო იყო“ - ხაბიბისთვის ჯონსი საუკეთესოა

ხაბიბ ნურმაგომედოვის მიერ აქტიური სპორტული კარიერის დასრულებამ თავის დროზე დიდი აურზაური გამოიწვია და შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ახლა მასზე კიდევ უფრო დიდი პერსონის წასვლის გადატანა მოუწევთ - ჯონ ჯონსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ოქტაგონზე აღარ გავა, რასაც ბუნებრივია დაღესტნელი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

რას ამბობს ხაბიბი

მართალია ჩვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ჯონზე ორიოდე სიტყვა მაინც უნდა ვთქვა, რადგან UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. აქ მხოლოდ სპორტულ შედეგებზე არ არის საუბარი - როდესაც საუკეთესოს ირჩევ სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინო. „ბოუნსი“ კი ყველასთვის შთაგონების წყარო იყო და მილიონობით ადამიანების გაერთიანება შეეძლო. მისი გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და სწორი გახლდათ, რადგან ჯონსს ამ სპორტში დასამტკიცებელი აღარაფერი ჰქონდა.

ცნობისათვის, UFC-ში ჯონ ჯონსის დებიუტი 2008 წელს შედგა და ის როგორც ქვემძიმე, ასევე მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. მთლიანობაში კი „ბოუნსის“ ანგარიშზე 22 გამარჯვება და 1 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასპინალის შეეშინდა, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა“ - კორმიე ჯონსის წასვლაზე
„ასპინალის შეეშინდა, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა“ - კორმიე ჯონსის წასვლაზე