ჯონსის წასვლის შედეგი - UFC-ში ამერიკელი ჩემპიონი აღარ დარჩა
ჯონ ჯონსის გადაწყვეტილებამ კარიერის დასრულების შესახებ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ბევრი რამ შეცვალა. შეცვალა პირველ რიგში ის, რომ არც ერთ დივიზიონში ამერიკელი ჩემპიონი აღარ დარჩა, რასაც „იანკები“ როგორც სპორტულ მედიაში, ასევე სოციალურ ქსელში ხაზგასმით და გულდაწყვეტით აღნიშნავენ.
ამჟამინდელი ჩემპიონებიდან ყველაზე მეტი ორი წარმომადგენელი ალექსანდრ ვოლკანოვსკისა (ქვემსუბუქი) და ჯეკ დელა მადალენას (ქვესაშუალო) სახით ავსტრალიას ჰყავს. თითო ჩემპიონი კი მერაბ დვალიშვილის (სუპერმსუბუქი), ალექსანდრ პანტოჟასა (უმსუბუქესი), მაგომედ ანკალაევის (ქვემძიმე) და დრიკუს დუ პლესის (საშუალო) სახით, საქართველოს, ბრაზილია, რუსეთსა და სამხრეთ აფრიკას წარმოადგენს.
ცნობისათვის, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული რამდენიმე კვირის წინ ისლამ მახაჩევმა ვაკანტური გახადა და ჩემპიონის ვინაობა მომდევნო უქმეებზე ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირებაში გაირკვევა.