დენიელ კორმიე, ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ასპინალის შეეშინდა, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა“ - კორმიე ჯონსის წასვლაზე

UFC-ის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მიჩნეული ჯონ ჯონსის კარიერის დასრულებამ MMA-ს მოყვარულებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. არსებობენ ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ „ბოუნსს“ გამარჯვებულის ამპლუაში წასვლა სურდა და ტომ ასპინალთან მარცხის შეეშინდა. სწორედ მათ რიგებს მიეკუთვნება წარსულში ცნობილი მებრძოლი, ამჟამად კი UFC-ის მიმოხილველად მომუშავე დენიელ კორმიე, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა:

„ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა? მას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ტომ ასპინალის დამარცხება ამ ეტაპზე ჯონის ძალებს აღემატება. თუ ვინმე თვლის, რომ საკუთარ თავში მოტივაცია ვერ იპოვა და აქტიურ სპორტს ამიტომ დაანება თავი, ძალიან ცდება. ეს ყველაფერი ცოტა შიშით და ცოტა კიდევ სხვა გრძნობებით იყო განპირობებული“.

ცნობისათვის, ჯონსის წასვლის შემდეგ, მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონად ტომ ასპინალი უბრძოლველად გამოცხადდა და თუ ვისთან მოუწევს მას საჩემპიონო ქამრის დაცვა, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიას ჯოჯოხეთი ლას ვეგასში: 45 წუთი 40-გრადუსიან ღუმელში
ილიას ჯოჯოხეთი ლას ვეგასში: 45 წუთი 40-გრადუსიან ღუმელში