„კეინი ჰოლანდსა და მბაპეზე ძლიერია“ - მათეუსმა ინგლისელი შეაქო
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდა ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდი „რეკორდმაისტერის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინია.
რა თქვა მათეუსმა:
„ახლა კეინზე ძლიერ ფორვარდს ვერსად ვხედავ. საქმე არა მხოლოდ გოლებია, არამედ მისი უნივერსალურობა და ის, თუ რა პოზიციებს იკავებს მოედანზე. კეინი გამთამაშებლის, დრიბლიორისა და მეტოქის შეტევების შემკავებლის თვისებებს ავლენს. ის ბომბარდირიცაა, ფლეიმეიქერიც, „ბოქს-თუ-ბოქსიც“ და ვარდნების შემსრულებელიც.
არასოდეს მინახავს, რომ ერლინგ ჰოლანდს ან კილიან მბაპეს საკუთარ საჯარიმოში ვარდნა გაეკეთებინოთ, როგორც ეს კეინმა „დორტმუნდთან“ მატჩის 88-ე წუთზე გააკეთა. ასევე არ მინახავს, რომ ჰოლანდსა და მბაპეს 50 მეტრზე პასი გაეკეთებინოთ, კეინს კი ასეთი გრძელი პასების გაკეთება შეუძლია“.
ცნობისთვის, ბუნდესლიგის 7 მატჩში კეინმა 12 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.