დე ლა ფუენტე: არ მესმის ფლიკი ამას რატომ აკეთებს
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ, ლამინ იამალის ტრავმასთან დაკავშირებით „ბარსელონასთან“ წარმოქმნილ კონფლიქტზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ზურგის ტკივილით თამაშობდა და მას თურქეთთან არ უნდა ეთამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა, რის გამოც ტრავმა გაუმიზეზდა - „ფეხბურთელებზე მეტი ზრუნვაა საჭირო“ - ასე გამოეხმაურა ფლიკი იამალის ტრავმას.
„მე ეს არ მესმის, რადგან ის (ფლიკი) ჩემს მსგავსად ნაკრების მწვრთნელი იყო. საბოლოო ჯამში, ყველას თავისი ქმედებებით აფასებენ. მე ზოგჯერ არც კლუბების პოზიცია მესმის, თუმცა ვაფასებ მათ მზადყოფნას მოთამაშეების ნაკრებში გაშვებასთან დაკავშირებით.
ყველა ფეხბურთელს სურს ნაკრებში თამაში. და თავად კლუბებსაც ეს სურთ, რადგან ეს ყველაფერი თითოეული კლუბის აქტივების ღირებულებას ზრდის“,
– განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა As-თან საუბრისას,
შეგახსენებთ, რომ იამალი თურქეთთან შეხვედრაში გამიზეზებულ ტრავმას დღემდე მკურნალობს. 18 წლის შემტევს ფორმა სრულად ჯერაც არ აღუდგენია.