ელ კლასიკო ესპანეთის სუპერ თასის ფინალში - რეალმა მალიორკა გაანადგურა
ესპანეთის სუპერ თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „მალიორკა“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გაიმართა და სამეფო გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში 63-ე წუთზე, ჯუდ ბელინგემმა გახსნა. 93-ე წუთზე „მალიორკას“ ფეხბურთელმა, მარტინ ვალიენტმა ავტოგოლი გაიტანა, 95-ე წუთზე კი თავი როდრიგომ გამოიჩინა.