„ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ტანჯვაა“ - დელ პოტროს ემოციური ინტერვიუ
Aa
Aa

„ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ტანჯვაა“ - დელ პოტროს ემოციური ინტერვიუ

არგენტინელმა ჩოგბურთელმა, ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომელმაც კარიერა 2022 წლის თებერვალში დაასრულა, ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩოგბურთის შემდეგ მისი ცხოვრება ტკივილთან ყოველდღიურ ბრძოლად იქცა.

დელ პოტრო:

„კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ტანჯვაა. როცა პირველი ოპერაცია გავიკეთე, ექიმმა მითხრა, რომ სამ თვეში თამაშს ისევ შევძლებდი. ეს 2019 წლის ივნისში მოხდა და მას შემდეგ კიბეზე ტკივილის გარეშე ვერ ავდივარ. ტკივილს ვგრძნობ ძილში, ავტომობილის მართვისას, ფეხბურთისა და პადელის თამაშისას. ეს კოშმარი უსასრულოა“.

36 წლის არგენტინელის თქმით, ის პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ, და ეს ყველაფერი მასზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს.

„მე დავკარგე შესაძლებლობა, მეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - მეთამაშა ჩოგბურთი. ყოველდღე ვეძებ ახალ ექიმებს, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ ამას ვეღარ გავუმკლავდები. ამაზე ფიქრისას ვბრაზდები და თავს უძლურად ვგრძნობ, იმიტომ რომ ვერაფერს ვცვლი“.

ცნობისთვის, დელ პოტრომ მუხლის 6 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ტრავმა მაინც ვერ მოიშუშა.

დელ პოტრო 2009 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია, რიოს ოლიმპიადაზე მან ვერცხლის, ხოლო ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინაჯოს მედლები მოიგო. მის ანგარიშზე ATP-ის 23 ტურნირია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ATP-ის რეიტინგში წელს 2018 წლის აგვიტოში დააფიქსირა, როდესაც მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამოს, რაფა!“ | როჯერ ფედერერის წერილი რაფაელ ნადალს
„ვამოს, რაფა!“ | როჯერ ფედერერის წერილი რაფაელ ნადალს