„საიმედო ცენტრი“ | ნიუ იორკ ნიქსს ბითაძის გადაყვანას ურჩევენ
Fansided.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც „ნიუ იორკ ნიქსს“ გოგა ბითაძეს გადაყვანას ურჩევენ. სტატიის ავტორმა დაასახელა 3 მაღალი კალათბურთელი, რომელთა დამატებაზეც „ნიქსმა“ უნდა იფიქროს და ყველაზე კარგ ვარიანტად გოგა ბითაძეა მიჩნეული.
„2024 წლის სეზონის თავისუფალი აგენტების ბაზრისთვის გამოყოფილ პერიოდში, გოგა ბითაძეს ნიქსს აქტიურად უკავშირებდნენ. აიზეია ჰარტენშტაინთან შეთანხმების ვერ მიღწევის გამო, ნიუ იორკი სათადარიგო ცენტრს ეძებდა და ბითაძე ერთ-ერთი ვარიანტი იყო.
მართალია, მან ორლანდო მეჯიქთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ გუნდში მესამე ცენტრია. მას ბევრი შანსი არ მისცემია, რათა საკუთარი პოტენციალი გამოევლინა და პროგრესის მიღწევა შეუძლია, რის გამოც, ნიქსი მას ყურადღებით აკვირდებოდა.
ქართველი ცენტრის დამატება მცირე რისკის შემცველი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს. გოგას გადმოსვლის შემდეგ, ნიქსის სათადარიგოთა სკამი უფრო მობილური და მაღალი გახდება და პრეშეს აჩიუვას ცენტრის პოზიციაზე თამაში აღარ მოუწევს. გოგას უნარი, რომ დაკიდებული ბურთები დაიჭიროს და სამწამიანი დაიცვას, ნიუ იორკს საიმედო ცენტრს მისცემს, რომელსაც შეეძლება, დაცვის ლიდერი იყოს და წინა ხაზში როტაცია გააჩინოს“, - წერს სპორტული გამოცემა.
ცნობისთვის, „ნიქსი“ მომდევნო სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტია. „ნიუ იორკმა“ ახლახან კარლ-ენტონი თაუნსი დაიმატა და გუნდის გარშემო დიდი მოლოდინებია გაჩენილი.