ლილი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ჩვენ ფსკერზე დავეშვით“ - სიტუაცია რეალის გასახდელში

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის რეალი ლილს ესტუმრა და სენსაციურად 0:1 დამარცხდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

ავტორიტეტული გამოცემა MARCA საინტერესო სტატიას გვთავაზობს, საიდანაც ვიგებთ, თუ რა სიტუაცია იყო გასახდელში ლილთან წაგების შემდეგ.

წყაროს ცნობით, გუნდის ლიდერებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და ერთმანეთს გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს, თუმცა გარკვეული სახის უხერხულობა მაინც იგრძნობოდა, რადგან მიმდინარე სეზონში რეალი არადამაჯერებელია. ეს ყველაფერი კი მათ იმიჯზე მოქმედებს.

თუ MARCA-ს დავუჯერებთ, ბლანკოსის გასახდელში ასეთი ფრაზა გაჟღერდა: „ჩვენ ფსკერზე დავეშვით“..

კარლო ანჩელოტიმ მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა სათადარიგოთა სკამიდან არდა გიულერი, ლუკა მოდრიჩი, კილიან მბაპე და ფრან გარსია შეიყვანა, მაგრამ უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ ლილთან წაგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე რეალს 3 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, სამეფო კლუბი დორტმუნდს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ლილი გამარჯვებას იმსახურებდა“
ანჩელოტი: “ლილი გამარჯვებას იმსახურებდა“