დევისის თასი, ალექსანდრე ბაკში
Aa
Aa

მექსიკასთან ანგარიში გათანაბრდა | ბაკშიმ პაჩეკო მენდესი დაამარცხა

დევისის თასზე ალექსანდრე ბაკშიმ როდრიგო პაჩეკო მენდესი დაამარცხა და საქართველო-მექსიკის დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა.

ბაკშიმ პაჩეკო მენდესს ორ სეტში, 7:6, 7:6 სძლია.

მანამდე საბა ფურცელაძემ პირველი შეხვედრა რუბიო ფიეროსსთან ორ სეტში 6:7, 4:6 დათმო.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს საბა ფურცელაძე მეორე შეხვედრას პაჩეკო მენდესის წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ბაკში რუბიო ფიეროსს შეხვდება.

რაც შეეხება წყვილებს, ხვალვე ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე ჰანს ჰახისა და მიგელ ანხელ რეისეს ვარელას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუქარესტის ჩელენჯერი: გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა
ბუქარესტის ჩელენჯერი: გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა