ეკო გორგოძე
Aa
Aa

ბუქარესტის ჩელენჯერი - გორგოძე მერვედფინალში გავიდა

ბუქარესტის ჩელენჯერის პირველ ტურში ეკო გორგოძე შვეიცარიელ სიმონა ვოლტერტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 6:4 3:6 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ვოლტერტმა ორი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, რადგან ეკომ მოწინააღმდეგის ჩაწოდება 3-ჯერ მოიგო და სეტიც მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი იდენტური სცენარით წარიმართა, თუმცა ამჯერად 3 ბრეიკის შესრულება სიმონა ვოლტერტმა მოახერხა.

გამარჯვებულის ბედი დისაიდერში გაირკვა, სადაც გორგოძე უკეთესი იყო და 2 ბრეიკი შეასრულა. ეს კი მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ბუქარესტის ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 115 000 დოლარი გახლავთ. რაც შეეხება ეკოს, ის WTA-ს რეიტინგში 141 ქულით 410-ე ადგილს იკავებს. ჩელენჯერის მოგების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი 125 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

შემდეგ წრეში, ეკო გორგოძე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ალიონა ბოლსოვა ზადონიოვს დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 574-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოცეულში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება“ - ლეილა მესხი ბასილაშვილზე
„ოცეულში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება“ - ლეილა მესხი ბასილაშვილზე