იანიკ სინერი, ამერიკის ღია პირველობა
Aa
Aa

US OPEN-ის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა

ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა, რომელმაც მიმდინარე წელს დიდი სლემის მეორე ტიტული მოიპოვა. ამასთან, ის გახდა პირველი იტალიელი კაცი, რომელმაც US OPEN მოიგო.

პირველი ჩოგანი ფინალში მსოფლიო რეიტინგის მეთორმეტე ნომერს, ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომელიც 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, ანგარიშით 6-3 6-4 7-5 დასრულდა.

გამარჯვებამდე სულ რაღაც 19 დღით ადრე, იანიკ სინერი დიდ უსიამოვნებაში გაეხვა. იტალიელი ჩოგბურთელი დოპინგზე ჩავარდა, თუმცა დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

ანაბოლური სტეროიდის - კლოსტებოლის კვალი მის სისხლში ინდიან უელსის მასტერსის დროს აღმოაჩინეს, მაგრამ სინერმა დაამტკიცა, რომ ამ საქმეში ბოლომდე მართალი იყო.

დოპინგ სკანდალის შემდეგ, სინერს მხოლოდ ინდიან უელსის მასტერსზე მოპოვებული 400 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლეს და სხვა სასჯელი მასზე არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2002 წლის შემდეგ პირველად - ამერიკელების დომინაცია US OPEN-ზე
2002 წლის შემდეგ პირველად - ამერიკელების დომინაცია US OPEN-ზე